23:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 09:03:41, 2311 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა, -  ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ვიზების შეჩერება, 5 ოქტომბერს სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომლის დაკავებას უკავშირდება.

აშშ-ის ხელისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ ეთანხმება მათი თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.

"იმისათვის, რომ ჩვენს საელჩოსა და საკონსულოებში ვიზიტორთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს, შევაჩერეთ ყველა არასაიმიგრაციო სავიზო მომსახურება თურქეთში", - წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, მეტინ თოფუზი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მას კონსტიტუციის დარღვევაში, შპიონაჟში და მთავრობის ძალისმიერი გზით გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics