|
2017-10-07 14:39:45, 2259 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარების გამო, 160 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მოსკოვში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარების გამო, თითქმის 160 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ Interfax იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ზარები 11:00 საათზე, 260 ობიექტში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. 5 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ზარების ორგანიზატორების ვინაობა დადგენილია - ისინი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არიან. ამასთან, მათ მოტივზე სპეცსამსახურები არ საუბრობენ. 13 სექტემბერს მოსკოვის სხვადასხვა ადგილებიდან აფეთქებების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რამდენიმე დღით ადრე საფრთხის შესახებ ანონიმური ზარების გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)