|
2017-10-06 15:40:56, 2437 ნახვა
კომენტარი
ექსპერტი ჯეფრი ჯოუელი: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი შთამბეჭდავი და საუკეთესოა
ლონდონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ემერიტუს პროფესორი, ჯეფრი ჯოუელი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი საუკეთესოა. აღნიშნული შეფასება ექსპერტმა ვენეციაში გააკეთა. „ვფიქრობ, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი პროექტია, რომლის მიზანია, საქართველოს კონსტიტუცია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, თანამედროვე კონსტიტუცია მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოს კულტურაზე დაყრდნობით. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ განხორციელებული სამუშაოთი - იმ დებულებებით, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ასევე, არის უნივერსალური ჯანდაცვის უფლება, გარემოს დაცვა და სხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები, რომლებიც არ არის სხვა ქვეყნების კონსტიტუციების უმრავლესობაში. ისინი გარანტირებულია ზოგიერთ თანამედროვე კონსტიტუციაში, მაგრამ არა ყველგან, და ეს ძალიან შთამბეჭდავია",- განაცხადა ჯეფრი ჯოუელმა. ექსპერტის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)