|
2017-10-06 11:50:58, 1196 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იონას ვიტაუტას ჟუკასს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ლიტველ სტუმართან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილა. მხარეებმა ყურადღება ეროვნული თავდაცვის გეგმის მომზადების პროცესში ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს. საუბარი „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის განხორციელებას, წვევამდელთა პროგრამის მიმდინარეობის, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ამოქმედების საკითხებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა და ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო სწავლებებში ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობის, ასევე სამხედრო განათლების სფეროში შესახებაც იმსჯელეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი და ლიტვის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხვალ დასრულდება.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)