23:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 14:53:41, 2382 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისარი: თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, ის ევროკავშირის წევრობას ვერ მიიღებს

ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში ევროკომისარის პიერ  მოსკოვისის განცხადებით, ევროგაერთიანება წევრად მხოლოდ ესპანეთს აღიარებს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

ევროკომისარის განმარტებით, თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, ის ვროკავშირში წევრობას ვერ მიიღებს.

„წარმოვიდგინოთ, რომ კატალონიამ დამოუკიდებლობა მიიღო, ამ მომენტიდან დამოუკიდებელი კატალონია ევროკავშირის წევრი არ იქნება. ევროკავშირი მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანას იცნობს და ეს ესპანეთია“, - განაცხადა მოსკოვისიმ.

მოსკოვისის შეფასებით, ახლა კატალონიის დამოუკიდებლობა პოლიტიკური ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნის.

"ჩვენ ფანტასტიკის სფეროში ვიმყოფებით, რადგან არანაირი დამოუკიდებლობა არ არსებობს", - აღნიშნა მან.

ევროკომისარმა დასძინა, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი თვითონ ესპანელებმა უნდა იპოვონ და განმარტა, რომ ამისთვის საუკეთესო ხერხი - დიალოგია.

„ეს რთული საკითხია, ვინაიდან ერთი მხრივ ქვეყნის ერთიანობა დგას, მეორე მხრივ პროტესტები, ხოლო თვითონ კატალონიაში მოსახლეობა გაყოფილია. ამ საკითხის გადაჭრა დელიკატურად უნდა მოხდეს. ძალადობის საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მხოლოდ დიალოგის მეშვეობით შეგვიძლია კრიზისიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა პიერ მოსკოვისიმ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics