|
2017-10-05 14:40:26, 2428 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებისათვის კონკურსს აცხადებს
ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებისათვის ორ სასწავლო კურსზე კონკურსს აცხადებს.
კურსის მიზანია, შესძინოს სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნა საჯარო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა: - საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები (9 სთ) - საგადასახადო კანონმდებლობა (30 სთ) - ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგება საჯარო სექტორში (სახაზინო პროცედურების ჩათვლით) ( 57 სთ) - ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ) განრიგი:
კურსის მიზანია, შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა: - ბიზნეს - კანონმდებლობა (კანონი მეწარმეთა შესახებ) (3 სთ) - საგადასახადო კანონმდებლობა (33 სთ) - ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების გამოყენებით) (60 სთ) - ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ) განრიგი:
თითოეულ ჯგუფში განსაზღვრულია 22 მსმენელის შერჩევა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. წარსადგენი დოკუმენტაცია: განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი 2017 წ. გასაუბრება: 23-25 ოქტომბერი 2017 წ. ტელ: (995 32) 226 10 26 ელ. ფოსტა: academy@mof.ge Subject-ში მიუთითეთ იმ სასწავლო კურსის დასახელება, რომლის გავლაც გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)