23:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 11:01:09, 2195 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი: ესპანეთის მეფემ კატალონიელების აზრი არაფრად ჩააგდო

კატალონიის მთავრობის მეთაური კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მეფის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფელიპე VI-მ "კატალონიელების აზრი არაფრად ჩააგდო", - ამის შესახებ BBC იუწყება. 

პუჩდემონის თქმით, მეფემ ესპანეთის მთავრობას დაუჭირა მხარი. 

"ჩვენ არ ვეთანხმებით მეფის მიმართვას, რომელმაც მხარი დაუჭირა მარიანო რახოის (ესპანეთის პრემიერი) პოლიტიკას და არაფრად ჩააგდო კატალონიელები, რომლებიც ისე არ ფიქრობენ, როგორც ის და პოლიციის მსხვერპლნი გახდნენ", -განაცხადა პუჩდემონმა. 

ცნობისთვის, ესპანეთის მეფემ ფელიპე მეექვსემ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით კატალონიის ხელისუფლების ქმედებებს უკანონო და არადემოკრატიული უწოდა. 

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics