22:40 - 17 Aug, 2026
|
2017-10-04 17:50:22, 2496 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მომხდარ აფეთქებას 4 სამხედრო ემსხვერპლა
თურქეთში, ჰაკარის პროვინციაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ Hurriyet Daily იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ 4 სამხედრო დაშავდა. მედიის ცნობით, ინციდენტი ერაყისა და ირანის საზღვართან მოხდა. ხელნაკეთი ასაფეთქეთებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც იქ სამხედროების ავტომობილი გადაადგილდებოდა. Hurriyet Daily წერს, რომ დაშავებული სამხედროები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარში "ქურთისტანის მუშათა პარტია" დაადანაშაულა. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)