|
2017-10-04 17:38:36, 2281 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისია Amazon-სა და Apple-ს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს
ევროკომისია Amazon-სა და Apple-ს გადასახადების დამალვასა და უკანონო სუბსიდიების მიღებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბრიუსელმა ევროკომისიაში ირლანდიის ხელისუფლების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. კერძოდ კი, ირლანდიის ხელისუფლებამ 13 მილიარდი ევროს ოდენობის სუბსიდიების გაცემა Apple-ს გადაუვადა. რაც შეეხება Amazon-ს, ევროკომისიამ 250 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა. საუბარია ლუქსემბურგში გადასახადებისთვის თავის არიდების სქემის შემუშავებაზე. როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა აღნიშნა, გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მისივე თქმით, დადგინდა, რომ კომპანია Amazon-ის ევროპული ქვედანაყოფი სისტემატიურად ამცირებდა გადასახადებს კონკრეტული სქემის საშუალებით და 4-ჯერ ნაკლებს იხდიდა ანალოგიურ საბაზრო პირობებში, ვიდრე მათი კონკურენტები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)