02:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 12:47:27, 1848 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი დევნილებისთვის გამართულ პროფესიული განათლების ფორუმს დაესწრო

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, დევნილებისთვის გამართულ პროფესიული განათლების ფორუმს დაესწრო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ფორუმის მონაწილე პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა დევნილებს პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.

უწყების ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრის წარმომადგენელმა კი, პროფესიულ სასწავლებლებში ჩაბარების მსურველი დევნილები ადგილზევე დაარეგისტრირა.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს.

ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, სააგენტო პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილებს თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოებს შეუსყიდის. ფორუმის დამსწრე დევნილებმა თვითდასაქმების საგრანტო პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს და განაცხადები ადგილზევე შეავსეს.

ფორუმი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics