22:40 - 17 Aug, 2026
|
2017-10-04 11:41:46, 2386 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ISIS-ის მიერ რუსი სამხედროების ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაცია უარყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელწმიფო" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რუსი სამხედროების ტყვედ აყვანის შესახებ უარყო, - ამის შესახებ Tass იუწყება. "არანაირი ინციდენტი, დაკავშირებული ტყვედ აყვანასთან ან სამხედროების დაკარგვასთან პროვინცია სეირ-ეზ-ზორში ან სირიის სხვა რომელიმე რაიონში, არ მომხდარა. რუსეთის ყველა სამხედრო, რომელიც სირიაშია, დავალებებს ასრულებს გეგმის შესაბამისად", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯიჰადისტებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ერთ-ერთი პირი საუბრობს. მისი თქმით, ის სირიის ერთ-ერთ დასახლებაზე კონტრშეტევის დროს ტყვედ აიყვანეს. ორივე კაცს სახეზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება. ტერორისტების თქმით, ორივე მამაკაცი რუსი სამხედროა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)