|
2017-10-04 11:16:29, 2419 ნახვა
ეკონომიკა
„ბაზისბანკი“ მომხმარებლებს ახალ პრემიუმ კლასის Mastercard Platinum-ს სთავაზობს
„ბაზისბანკი“ თავის მომხმარებელს ახალ პრემიუმ კლასის Mastercard Platinum-ს სთავაზობს. ბარათის მფლობელები ისარგებლებენ განსაკუთრებული პრივილეგიებით სპეციალურად Mastercard Platinum-ის მომხმარებლისთვის შექმნილი პროგრამით - Lounge Key, რომელიც წარმოადგენს გასაღებს მსოფლიოს ასობით აეროპორტის დახურულ ლაუნჯში. აღნიშნულ სივრცეში ყველაფერია იმისათვის, რომ სტუმარმა თავი იგრძნოს მაქსიმალურად კომფორტულად და გამორჩეულად. ბარათის მფლობელები ავტომატურად ისარგებლებენ სამოგზაურო დაზღვევით, სადაზღვევო კომპანია უნისონის 24 საათიანი საერთაშორისო ასისტანტით. ასევე, Mastercard Platinum დაზღვეულია ბარათზე არალეგალური ოპერაციის (ქარდ ფროდი) შემთხვევაში. თუ ბარათიდან განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია ზარალს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია უნისონი. გარდა აღნიშნულისა, Mastercard Platinum-ს აქვს დამატებითი ბენეფიტები. კერძოდ, ბარათის მფლობელები ისარგებლებენ უპირატესობებით Mastercard Platinum-ის პარტნიორ მერჩანტებთან მსოფლიოს მასშტაბით და განაღდების მაღალი ლიმიტით როგორც ბანკომატებში, ასევე ბანკის ფილიალებში. აქვე შეგახსენებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, ბაზისბანკის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს Mastercard Platinum-ის ტიპის უკანტაქტო ბარათებითაც. სურვილის შემთხვევაში Mastercard Platinum-ის მომხმარებელს გადაეცემა ვისოლის საწვავის ფასდაკლების ბარათიც.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)