|
2015-04-30 14:32:44, 908 ნახვა
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია
ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს „თბილისი მერიოტში“ განუცხადა, სადაც „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ ფორუმი მიმდინარეობს. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, უახლოეს მომავალში საქართველოში ეკონომიკური ზრდის არნახული ტემპი იქნება. „ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან დიდი გავლენა ლარის კურსთან დაკავშირებით. საგანგაშო არაფერი არაა, მაგრამ უკეთესის სურვილი ჩნდება. ეს არ არის საუკეთესო მდგომარეობა, რეგიონში იმისთვის რომ ქართული ეკონომიკა განვითარდეს. ნახავთ თქვენ რომ არხანული ტემპები იქნება საქართველოში ეკონომიკის ზრდის. დღესაც ლიდერები ვართ საუკეთესონი და შეიძლება ევროპაშიც“, – აღნიშნა ივანიშვილმა. ცნობისთვის, ოფიციალური კურსით, დღეს 1 დოლარი 2.30 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)