22:40 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 14:35:25, 2296 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი სააკაშვილზე: საექსტრადიციო შემოწმებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესის შეფერხების მიზეზები დაასახელა, - ამის შესახებ 112.ua იუწყება.

როგორც ლუცენკომ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სწავლობს, ამას კი, მისივე თქმით, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

"ვთვლი, რომ ექსტრადირების შეფერხებას ნამდვილად გააჩნია თავის მიზეზები. ბატონმა სააკაშვილმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, მან ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო სამსახურში დოკუმენტაცია შეიტანა. აღნიშნული ფაქტი, აფერხებს ექსტრადირების პროცესს, რადგან ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს დაკისრებული. ამ ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. აღნიშნული პროცედურები რამდენიმე კვირას გასტანს. საექსტრადიციო შემოწმებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ედება თუ არა საქართველოში სააკაშვილს ბრალი მძიმე დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს. ნათელია, რომ ამ კითხვაზე პასუხი იქნება დადებითი", - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics