|
2017-10-03 12:50:46, 2352 ნახვა
სამართალი
ლევან ხაბეიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში ის ადვოკატთან ერთად მივიდა. ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ დედაქალაქის მერიასთან მიმდინარე აქციის დროს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეოკადრები არსებობს: „ვიდეო იწყება სკამიდან, სკამამდე ხომ მივედი, რატომ წამომაწვინეს, რატომ მეუბნებიან, რომ სასწრაფოს იძახებენ, რატომ მეუბნებიან, რომ ცუდად ვარ და დარჩენა არის საჭირო, მე ვუთხარი, რომ თქვენი არაფერი მინდა, თუ დამაკავეთ, დამაკავეთ, თუ არადა გამიშვით. კარგად ჩანს, რომ ვეუბნები- დარტყმის გარეშე-მეთქი. ყველა პირის იდენტიფიცირება შემიძლია. მათ შორის, ვიდეოზე შავით თეთრზე კარგად ჩანს, ვინ გამომიყვანა უკანონოდ, რომელიც არის უსაფრთხოების თანამშრომელი და რა უფლება აქვს, შენობის გარეთ აკავებდეს მოქალაქეს და შეაგდოს შემდეგ მერიაში, რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილის გამოკითხვის შემდეგ გაირკვევა, აღიძრება თუ არა საქმე მომხდართან დაკავშირებით და რა სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა მას. შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)