00:40 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 11:59:57, 1847 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან შეთანხმების რეალიზებას

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება უკვე ჩვენი ინიციატივით. ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტში აუცილებლად აისახება ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული.

„რაც შეეხება თავად კონსტიტუციას, ამასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. ვეტოს რაც შეეხება, ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზება - ორ საკითხთან დაკავშირებით ვართ შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან, რომ აუცილებლად აისახება კონსტიტუციაში, ახალ დოკუმენტში - ეს არის ბონუსის ამოღება და ეს არის ბლოკების გაუქმება. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ამის შესაბამისად, ანუ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ინიციატივით უკვე, ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებას, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ის აღნიშნულ ორ საკითხს შეეხება, მაშინ ვეტო გაზიარებული იქნება.

„თუ ვეტო შეეხება იმ ორ საკითხს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ვენეციის კომისიასთან, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვეტო იქნება გაზიარებული, თუმცა, თუ საქმე ეხება იმ კონსტიტუციას, რომელიც დაწერა პრეზიდენტმა ოც პარტიასთან ერთად, ბუნებრივია,  სამ დღეში დაწერილ კონსტიტუციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ. შესაბამისად, ძალაში დარჩება ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენი მხრიდან დამტკიცდა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics