22:39 - 17 Aug, 2026
|
2017-10-03 11:43:36, 2226 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
მოსკოვის სიმონოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 დღით დააპატიმრა, - ამის შესახებ Echo.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოპოზიციონერის დაკავების მიზეზი საპროტესტო აქციის ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევა გახდა. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია: "ნავალნიმ იცოდა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგის გამართვაზე უარი ეთქვა, თუმცა მხარდამჭერებს მასში მონაწილეობისკენ მაინც მოუწოდებდა". შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი, არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისკენ მოწოდებების გამო, 29 სექტემბერსაც დააკავეს, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)