22:39 - 17 Aug, 2026
|
2017-10-03 11:31:24, 2205 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილთან ერთად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ტიმოშენკოც დაჯარიმდება
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა პარტია "ბატკივშინას" ლიდერს იულია ტიმოშენკოს პოლონეთ-უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პროტოკოლი გადასცეს, - ამის შესახებ Golos.ua იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლო პროტოკოლს უახლოეს დღეებში განიხილავს. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დამნაშავედ ცნო და 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) დააჯარიმა. ცნობისთვის, 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადაკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)