|
2015-04-30 14:10:00, 409 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ელგუჯა ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო
„ელგუჯა ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო. მან თავი გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა“, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას. ივანიშვილისთვის ხოკრიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი აბსოლუტურად გასაგებია, რადგან, მისივე თქმით, ოჯახი მისთვისაც ძალიან ძვირფასია. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების თაობაზე აჟიოტაჟია ატეხილი. „ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო. მახსოვს მას როგორი ბრალდებები წაუყენეს და როგორი პასუხი გასცა ბილეთებთან დაკავშირებით. ასეთი მინისტრი იყო ჩვენს მთავრობაში და სამწუხაროა ძალიან, რომ წავიდა. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა ამ კაცმა თავი, ვერ მოახერხა ოჯახის გადმოყვანა და ოჯახს უერთდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტების მინისტრი მთავრობიდან მიდის, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ოჯახი წინ დააყენა, წავიდა და გაერთიანდა ოჯახთან. სად არის აქ კითხვები? ნორმალური პროცესია. ერთი კაცი ავად გახდა, მეორე კაცს ოჯახთან გაერთიანება მოუნდა და ახსნა რატომაც, რატომ ხდება ამხელა აჟიოტაჟი, რატომ შფოთავთ ასე? განა ეს ჩვეულებრივი მოვლენები არ არის? ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, არც ერთი კითხვა არ დაისმებოდა, განა ყველაფერი კულტურულად არ განხორციელდა?“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)