|
2017-10-02 18:23:42, 2206 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად თემურ გოგოხია დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი განიხილეს. კენჭისყრაზე მოსამართლე ბადრი შონიას კანდიდატურა იქნა წარდგენილი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობის დასაკავებლად საკმარისი ხმა ვერ მოაგროვა. ამის შემდეგ საბჭოს წევრებმა თემურ გოგოხიას კანდიდატურაზე იმსჯელეს და ის ხმათა უმრავლესობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. სხდომის დასრულების შემდეგ ჩატარდა გასაუბრება 2 მოსამართლესთან ელისო ტუკვაძესთან და თამარ ალანიასთან (მათ გააკეთეს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის თაობაზე). უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 9, 10 და 11 ოქტომბერს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)