|
2017-10-02 14:27:15, 1972 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს
თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. ისინი ითხოვენ, რომ დედაქალის მერიამ იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღოს. "ახლა სწორედ მერიამ უნდა გადაწყვიტოს, რომ მოხდეს იმ მიწების გასხვისება ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც საკრებულომ ზონის სტატუსი შეუცვალა. ამის შემდეგ, ისევ უნდა დაუბრუნოს საკრებულოს დოკუმენტი განსახილველად. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ გავაპროტესტოთ და მერიას არ მივცეთ საშუალება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს და ამ გადაწყვეტილებას მსვლელობა მისცეს", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)