|
2017-10-02 12:52:47, 1979 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ლაშქარაძე: სომხეთის მხრიდან ახალი საბაჟოს გახსნა, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია
"ჩვენ დავათვალიერეთ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი ბავრა, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობის განვითარებისთვის, არამედ კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს", - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ განაცხადა, რომელიც სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო. მისი თქმით, დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა საქართველოს მხრიდანაც, რომელიც ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. მისი თქმით, ორი თანამედროვე საბაჟო გამშვები პუნქტის - "ნინოწმინდისა" და "ბავღას" არსებობა მნიშვნელოვნად წაადგება ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველოს დელეგაციას, რომელშიც ასევე შედიოდა ვახტანგ ლაშქარაძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)