22:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 11:42:15, 2286 ნახვა

მსოფლიო
მარსელში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

მარსელში, სარკინიგზო სადგურ Saint Charles-ზე უცნობი მამაკაცი მოქალაქეებს თავს დაესხა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ის 30 წლის, ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრია.

თვითმხილველების თქმით, თავდასხმის დროს ეჭვმიტანილი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

პოლიციამ მომხდარ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, მოგვიანებით კი, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ტერაქტს 17 და 20 წლის გოგონები ემსხვერპლნენ.

პოლიციამ სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ინციდენტს ანტიტერორისტული პროკურატურა იძიებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონიმ თავდასხმას "ბარბაროსული აქტი" უწოდა და გარდაცვლილთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა. მან მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედროებსა და პოლიციელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics