22:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 11:00:29, 2752 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ესპანეთისგან გამოყოფას მხარი მოსახლეობის 90%-მა დაუჭირა

კატალონიაში, გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ესპანეთიდან გამოყოფას 90%-მა დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 5,3 მილიონი ამომრჩევლიდან ხმა 2,2 მილიონმა ადამიანმა მისცა. აქედან გამომდინარე აქტივობამ 42% შეადგინა. 
მედიის ცნობით, რეფერენდუმის ჩატარების დროს კატალონიის მკვიდრებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 761 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ბარსლონაში გამართული აქციების დასაშლელად, რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბბნის გახსნა მოახერხა საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა.
ესპანეთის პრმიერ-მინისტრის მარიანო რაჯოის თქმით, "კატალონიელები მოატყუეს, რადგან არალეგიტიმურ რეფერენდუმში მიაღებინეს მონაწილეობა". 
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა.  მანამდე კი, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ  შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება,  დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics