23:29 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 09:50:11, 1851 ნახვა

საზოგადოება
"ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში ეროვნულ გალერეაში ორი უნიკალური გამოფენა გაიმართება

პროექტ ,,ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში  საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაცაერთიანებთ სახელწოდება "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი -სილამაზე,  კარავაჯო - სინათლე."

 გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთანდა  კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით.წარმოდგენილი იქნება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა",რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმისბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრობოტიჩელიმ.

გამოფენა "Opera omnia" კი აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულრეპროდუქციებს.

გამოფენების გახსნასთან დაკავშირებით, დღეს, 2017 წლის 2 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (მის: ა.ფურცელაძის ქ. 1) დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელშიცმონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისმინისტრი, ეკონომიკის სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარებისდეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმისდირექტორი და იტალიის ელჩი  საქართველოში. პრესკონფერენციისდასრულების შემდგომ, დაგეგმილია გამოფენებისთვის მზადებისპროცესის გადაღება დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics