23:29 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 09:42:52, 2758 ნახვა

საზოგადოება
სადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს რამდენიმე დღით ვერ მოემსახურება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოების ბოლო ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, სადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს რამდენიმე დღით ვერ მოემსახურება.ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

"მეტროს ახალი სადგურის - „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ, ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო პროცესების განხორციელებას გულისხმობდა, წარმატებით დასრულდა, შესაბამისად, იწყება მოსამზადებელი სამუშაოები იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მეტროსადგური ექსპლუატაციაში მიიღოს. ახალი სადგური რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

საბურთალოს ხაზზე მატარებლები კვლავ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ იმოძრავებენ, გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით კი თბილისის მერია მგზავრებს მომდევნო დღეებშიც სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით მოემსახურება, რომლებიც მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის  მიმართულებით იმოძრავებენ",-აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისათვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics