|
2017-09-30 18:30:02, 2562 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ოდესაშია - „მადლობა, რომ გახსოვართ, მეც არ დაგივიწყებთ“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში ჩავიდა და მხარდამჭერებს შეხვდა. „პრიმორსკი ბულვარში“ ოდესის ყოფილ გუბერნატორს ასობით მხარდამჭერი დახვდა. სააკაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. "მადლობა, რომ არ დაგავიწყდით, არც მე დამავიწყდებით. როდესაც 10 სექტემბერს საზღვარზე გადმოვდიოდი, მე ჩემმა მხარდამჭერებმა გადმომიყვანეს, მათი უმრავლესობა კი, ოდესის ოლქის მკვიდრი იყო. მინდა შევქმნათ ისეთი ქალაქი, საიდანაც მოსახლეობა არ გაიქცევა, ქალაქად სადაც ხალხი დაბრუნდება და ინვესტიციებს ჩადებს. ოდესა ბათუმზე დიდი უნდა გახდეს და ყველას ეამაყებოდეს აქ ცხოვრება. ოდესა საბჭოთა კავშირის დროს უფრო აყვავებული იყო, ვიდრე ახლა. იმიტომ, რომ მას ახლა "ბარიგები" ხელმძღვანელობენ. მინდა შევცვალო ხელისუფლება კიევში, თქვენი დახმარებით, შემდეგ კი, თქვენთან ერთად დავბრუნდე ოდესაში და შევცვალე ეს ქალაქი", - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)