|
2017-09-30 16:58:55, 2330 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია ქართული პროდუქციის სამეწარმეო მარკეტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო. მინისტრმა მოადგილეებთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან ერთად ქართული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. ღონისძიებაზე თბილისის მერი დავით ნარმანიაც იმყოფებოდა. ძველ თბილისში, „მეიდანზე“ გამართულ ორდღიან გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქცია - სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და ა.შ ღონისძიების ფარგლებში ასევე იმართება სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან. „მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო კონცენტრირებულად ვეხმარებით ახალ, დამწყებ ბიზნესებს სხვადასხვა ინსტრუმენტებით, მათ შორის არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“ და ა.შ. ამ პროექტებმა გარკვეული პროდუქტი უკვე შექმნეს და ჩვენ ახლა ვეხმარებით იმაში, რომ ეს პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე. ძველი თბილისის ლოკაცია შეირჩა იმიტომ, რომ ძალიან გვინდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიზნობრიობა მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ქართული პროდუქცია, რომელიც უნდა იყოს კარგი, ხარისხიანი და კონკურენტურიანი, საინტერესოა საქართველოში ჩამომსვლელი უამრავი ტურისტისთვის. „ვფიქრობ ეს ყველაფერი არის წარმატების საფუძველი მეწარმეებისთვის სხვადასხვა დარგში - სასტუმროს ბიზნესში, ტურიზმში, და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ მივეჩვევით საკვირაო მარკეტებს, ხანდახან შემოვივლით ხოლმე და მხარს დავუჭერთ იმ წარმოებას და იმ პროდუქტს, რომელიც საქართველოში მზადდება“ - აღნიშნა მინისტრმა. „ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო„ აწარმოე საქართველოში“ ვეხმარებით მეწარმეებს მათი პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ღონისძიებები მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა ტურისტული ლოკაციაა შერჩეული. როგორც ხედავთ, ხალხის ნაკადი და დაინტერესება ძალიან დიდია“ - განაცხადა მარიანა მორგოშიამ. სამეწარმეო მარკეტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)