22:00 - 17 Aug, 2026
|
2017-09-30 14:00:36, 2384 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ძალაში 28 ნოემბრიდან შევა
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ძალაში 28 ნოემბრიდან შევა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვები ახალი კანონის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყნის კონგრესმა მიიღო. შემდეგ კანონს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი. მედიის ცნობით, სანქციები რუსულ ბანკებსა და ნავთობკომპანიებს ეხება. როგორც მედია წერს, სანქციები პირველი და მეორე დირექტივებით რეგულირდება. კერძოდ, პირველი დირექტივა რუსული საკრედიტო ორგანიზაციების შეზღუდვებს არეგულირებს, ხოლო მეორე ნავთობისა და გაზის კომპანიებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)