21:59 - 17 Aug, 2026
|
2017-09-29 14:15:45, 2730 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ 117 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ 117 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირს ედავება. მედიის ცნობით, სპეცოპერაცია თურქეთის 45 პროვინციაში მიმდინარეობს, მათ შორის იზმირში. 117 სამხედრო პირიდან 19 დისლოცირებულია, 98 კი, მოქმედი ჯარისკაცია. შეგახსენებთ, რომ თურქეთი ორგანიზაცია FETO-ს და ფეთჰულა გიულენს ქვეყანაში 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს. მაშინ პუტჩის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 დაშავდა. მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დაკავებები დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)