22:05 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 17:03:00, 1885 ნახვა

საზოგადოება
არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს

თბილისის არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს. 
თბილისის მერიის ინფორმაციით, არქიტექტურული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, განცხადება 15 ოქტომბრამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge უნდა გააგზავნონ.

მათივე ინფორმაციით, კანდიდატები სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩევიან.

არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. 

სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი ეძლევათ.
 აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის სექტემბერშიც გამოაცხადა და შედეგად 30 სტაჟიორი შეირჩა. 
პროგრამის წარჩინებით გავლის შედეგად 14 ახალგაზრდა უკვე დასაქმდა არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში.
სტაჟირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45188?active=1

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics