|
2017-09-27 14:02:45, 2444 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში, სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატით გააჩინეს
უკრაინაში, ქალაქ კალინოვკაში მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატით გააჩინეს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში იური ბირიუკოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ბირიუკოვი აღნიშნავს, სამხედრო პროკურატურა დივერსიის ვერსიაზეც მუშაობს. "ერთ-ერთმა სამხედრომ აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე, ხელმძღვანელობის გაფრთხილება სცადა, რომ უცნაური ხმები გაიგო. რამდენიმე წამში კი ღია სივრცეში აფეთქების მაგვარი ხმები გაისმა. ვვარაუდობთ, რომ ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი). არაოფიციალურად იმასაც კი ამბობენ, რომ ვიღაც უკვე დაიჭირეს.. სოციალურ ქსელებში დაიწყება კრიტიკა, მერწმუნეთ უსაფუძვლო. ვიმყოფებით საომარ მდგომაროებაში, ხოლო ბიუჯეტში არაა საკმარისი თანხა, რომ სამხედრო ტექნიკა ღია ცის ქვეშ არ ინახებოდეს. რაღაც ნაწილი ღია ცის ქვეშ არის მოთავსებული, თუმცა პერიმეტრს ძალიან კარგად იცავენ", - განაცხადა ბირიუკოვა. შეგახსენებთ, რპ, ქალაქ კალინოვკაში სამხედრო საწყობში ხანძარი ღამით გაჩნდა. რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)