|
2017-09-27 13:26:10, 2249 ნახვა
სამართალი
ცესკო-მ კახი კალაძესთან დაკავშირებით მედიაში გასული სიუჟეტის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განუცხადა. მისივე თქმით, საუბარია სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ჟვანიას განმარტებით, კონკრეტულად, ფაქტი ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის, საუბნო-საარჩევნო კომისიის თანამშრომელს, რომელსაც ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში მონაწილეობის მიღება: „ჩემი პირადი მითითებით გუშინ დაიწყო მოკვლევა შესაბამისმა საოლქო-საარჩევნო კომისიამ. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ. „რუსთავი2“-ის სიუჟეტის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კვირას, კახი კალაძესთან შეხვედრაზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სხვადასხვა საბავშვო ბაღების თანამშრომლები, ავტობუსებით წაიყვანეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)