|
2017-09-27 12:02:18, 2298 ნახვა
საზოგადოება
სეპარატისტების მხარდამჭერი ემირ კუსტურიცა თბილისში ჩამოდის
სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, 8 დეკემბერს თბილისს ეწვევა, - ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კუსტურიცა თავის ფოლკ-როკ ჯგუფთან The No Smoking Orchestra-სთან ერთად ჩამოვა. რეჟისორი აღნიშნულ ჯგუფში 1986 წელს გაწევრიანდა. სანამ ჯგუფი თბილისში ჩამოვა, ისინი კონცერტებს, რუსეთში, ყაზახეთში, საფრაგეთში, ბელგიაში და ჩილეში გამართავენ. ჯგუფი The No Smoking Orchestra-ს და ემილლ კუსტურიცას კონცერტი, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. აღსანიშნვია, რომ ცნობილი რეჟისორი ოკუპირებულ ცხინვალს 2009 წელს სტუმროდა. კერძოდ რეჟისორი, ე.წ. სამხრეთ ოსეთს 2009 წლის 9 ოქტომბერს ეწვია. როგორც მაშინ რეჟისორმა განმარტა, ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას აპირებდა და საჭირო მასალების შესაგროვებლად ჩავიდა. Interfax-ი წერს, რომ ვიზიტის დროს რეჟისორმა საქართველო-ოსეთის კონფლიქტის დროს გარდაცვლილთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სეპარატისტულ ხელისუფლებას აღიარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა. ამასთან, კუსტურიცა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ანექსირებულ ყირიმშიც იმყოფებოდა. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მან ღიად განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. „გააგრძელეთ იმის მტკიცება, რომ თქვენ რუსეთი ხართ. არ გჭირდებათ იმ ადამიანების მოსაზრებები და შეფასებები, ვინც უისკონსინის შტატში ცხოვრობს“, - განაცხადა კუსტურიცამ. ცნობისთვის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ცხინვალის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)