|
2015-04-29 17:18:16, 468 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბოძაშვილი: პრემიერ–მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია
ამ დროისთვის მთავრობა და მათ შორის პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოვალეობის შემსრულებელია. თუმცა, მოქმედი მთავრობა ლეგიტიმურია, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა. „დავით უსუფაშვილმა სწორი განცხადება გააკეთა, მთავრობა მოქმედებს და ლეგიტიმურია მანამ, სანამ ახალი მთავრობა არ მიიღებს ნდობას. ამ ეტაპზე მთელი მთავრობა და მათ შორის პრემიერ–მინისტრიც არის მოვალეობის შემსრულებელი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უფლებამოსილება და ლეგიტიმაცია არ აქვს. ასეთი ჩანაწერი 2010 წელს საკონსტიტუციო კომისიამ გააკეთა, რომელმაც ასეთი ცვლილებები შეიმუშავა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერი გადადგება და სანამ პარლამენტი ახალ პრემიერს შესთავაზებს, აირჩევს ან დაამტკიცებს ახალ მთავრობას, მანამდე ყველა შემთხვევაში მოქმედი მთავრობა არის მოვალეობის შემსრულებელი. სხვა შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ქვეყანას არ ეყოლებოდა მთავრობა, ამიტომ აბსურდამდე მივიდოდით“, – აღნიშნა ბოძაშვილმა. პროცედურულად, კონსტიტუციონალისტის თქმით, ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმებით პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას წარადგენს, ამის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში პრემიერი სამთავრობო პროგრამასთან ერთად მთავრობის ახალ შემადგენლობით წარსდგება. ბოძაშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სამთავრობო გეგმას არ წარადგენს, რადგან მან პრეზიდენტსა და პარლამენტს მთავრობის დაჩქარებულ ვადებში დამტკიცების თხოვნით მიმართა. რაც შეეხება პრეზიდენტს, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ის „სამოქმედო არენაზე“ იმ შემთხვევაში გამოდის, თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი იძულებული იქნება პარლამენტი დაითხოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)