|
2017-09-26 12:37:43, 3874 ნახვა
კულტურა
თბილისში ცნობილი იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება
SOLO და კომპანია „ალექს პრომოუშენი“ წარმოგიდგენთ იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის − კეიკო მაცუის LIVE კონცერტს თბილისში. კონცერტი 8 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება. „ნიუ ეიჯისა“ და „ჯაზის“ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი სპეციალურად ქართველი მაყურებლის წინაშე ყველასათვის ცნობილი ჰიტებით წარსდგება. „ბილეთების გაყიდვა SOLO მომხმარებლებისთვის დილის 10:00 საათიდან დაიწყება. 29-30 სექტემბერს ბილეთების ყიდვის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ SOLO მომხმარებლებს, ხოლო პირველ ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან ბილეთების შეძენა შეეძლება ნებისმიერ მსურველს“,-განაცხადა SOLO LIFE Style-ის ხელმძღვანელმა ეკა დუჩიძემ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლიდინ ურინბაევის ხელძღვანელობით. კონცერტის ბილეთების გაყიდვა 29-30 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყება, ვებგვერდზე - www.tkt.ge და ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 1-ელ ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება. თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს. ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება. ხოლო ის ვინც არ არის SOLO- ბილეთს 60 ლარიდან შეიძენს. (NS)
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)