|
2017-09-26 12:13:17, 2231 ნახვა
მსოფლიო
ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა
ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა, - ამის შესახებ Amna იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დღეს დილის 06:00 საათიდან ხვალ დილის 06:00 საათამდე რადიოებსა და ტელევიზიებში ახალი ამბების გამოშვებები არ გავა. ამასთან, 24 საათით მუშაობას საინფორმაციო სააგენტოებიც წყვეტენ. როგორც სააგენტო წერს, გაფიცული მედია საშუალების წარმომადგენლები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მედიის თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ. ადგილობრივ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის (EDOEAP) გადარჩენა, რომლის საშუალებითაც მედიის წარმომადგენლები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ. მედიის ცნობით, გაფიცვის ორგანიზატორი ჟურნალისტების გაერთიანება ESHEA-ა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)