|
2017-09-25 15:11:47, 1993 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია კრწანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი, თავდაპირველად, ლეღვთახევში იმყოფებოდა, სადაც კლდის გამოფიტული ქანებისგან გაწმენდის სამუშაოები ტარდება და დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მდინარეზე მსუბუქი კონსტრუქციის გადასასვლელები ეწყობა. მათივე ცნობით, დავით ნარმანია მარნეულის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კლდისცვენის მონიტორინგის გეოტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობისა და ბულვარის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. კრწანისის გამგეობამ, ზემო ფონიჭალაში, 8 ათასი კვ.მ. ფართობზე, ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. პარკში მიმდინარეობს კუნძულების მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, რის შემდეგაც ბილიკების, მათ შორის ველო და სარბენი ბილიკების, ასევე, განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. სრულდება სარეაბილიტაციაო სამუშაოები ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის გასწვრივ მდებარე ბულვარშიც. 300-მეტრიანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყო. რეკრეაციულ სივრცეში მოეწყო ახალი ბილიკები და ველობილიკი ბავშვებისთვის, დეკორატიული განათება და გასართობი მოედნები, აღდგა ამორტიზებული შადრევანი. (NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)