|
2017-09-25 12:53:08, 2301 ნახვა
სამართალი
ასპინძის გამგებელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ამხილეს
მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა “მრავალეროვანი საქართველოს” განცხადება ასპინძის გამგებლის მხრიდან, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ა/წ 30 აგვისტოს. ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელის ლევან ცაბაძის მხრიდან, გამოყენებულ იქნა, თანამდებობრივი მდგომარეობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 88-ე მუხლით. საქმის მასალები 22 სექტემბერს გადაიგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში შემდგომი რეაგირების მიზნით. საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში. სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)