18:56 - 07 Jul, 2026
|
2017-09-23 17:14:25, 2289 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ზურაბ სოტკილავას ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, ზურაბ სოტკილავას პანაშვიდს დაესწრო. პრეზიდენტმა ოჯახის წევრებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე მომღერლის ოჯახის წევრები, ახლობლები, კოლეგები, ასევე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში, 18 სექტემბერს გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)