10:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 16:32:20, 2347 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ლატვიის იუსტიციის მინისტრ დზინტარს რასნაჩსა და ლატვიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხებს საქართველოს მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა, ასევე ლატვია-საქართველოს პარტნიორული კავშირების გაღრმავება წარმოადგენდა.

კახა კახიშვილმა დელეგაციას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, ისტორიული წარსულთან ერთად, ორ ქვეყანას საერთო მისწრაფებები და ღირებულებები აკავშირებთ.

მინისტრმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და გეგმების შესახებ. მინისტრის განცხადებით, უწყების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია, პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. საუბარი შეეხო პენიტენციური ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასაც.

კახა კახიშვილმა ლატვიის დელეგაციას მადლობა გადაუხადა რეფორმებით დაინტერესებისათვის და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებში გადაიზარდა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ლატვიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გასულ წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics