|
2017-09-22 18:20:43, 2304 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია კანადასა და ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით კანადაში გაემგზავრა. ლევან იზორია ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრება და საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უგულშემატკივრებს. დაგეგმილია კანადაში საქართველოს ელჩის სახელით თავდაცვის მინისტრისა და Invictus Games-ში მონაწილე დაშავებული ქართველი სამხედროების ოფიციალური მიღება. ტორონტოში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადელ კოლეგას ჰარჯიტ საჯანს შეხვდება, სადაც მხარეები ყურადღებას სამხედრო სფეროშო არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილებენ. კანადიდან თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლიტვის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ვილნიუსში ვიზიტს ლევან იზორია ლიტველ კოლეგასთან რაიმუნდას კარობლისთან შეხვედრით დაიწყებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სკვერში ორკესტრისა და საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართება. ვილნიუსში ლევან იზორია მონაწილეობას კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში" მიიღებს და პანელზე სიტყვით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან ერთად გამოვა. ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, სეიმის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან და გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვიტალიუს ვაიკშნორასთან. (NS)
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)