|
2015-04-29 14:19:39, 495 ნახვა
პოლიტიკა
რაგბის კავშირის პრეზიდენტი: ეჭვი მეპარება, რომ ყიფიანმა თანამდებობა დეპუტატების განცხადებების გამო დატოვა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის, იმ ვერსიის არ სჯერა, რაც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. როგორც ნიჟარაძემ "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა, არ ჰგონია, ლევან ყიფიანი თანამდებობიდან დეპუტატების განცხადებების გამო წასულიყო. "მე არვიცი რის გამო დატოვა ლევან ყიფიანმა თანამდებობა, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ დეპუტატების განცხადებების გამო დატოვა.ალბათ სხვა მიზეზია. არ მაქვს ინფორმაცია. ის, რომ ჩვენ პორაქტიკულად ყველა ფედერაციამ ნოლიდან უნდა დვიწყოთ მუშაობა, ნოლიდან შეთანხმებები, ყველას ჩვენ ჩვენი პროექტები გვაქვს, უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებები გვაქვს, ასეთი რამე ანგრევს სპორტს",-განაცხადა გია ნიჟარაძემ. შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. ამის მიზეზად მან, სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის წევრების მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)