|
2015-04-29 12:51:11, 444 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა გადამდგარია და ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია
კონსტიტუციის მიხედვით ამ წუთიდან მთავრობა გადამდგარია, ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევა და მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ნდობის ხელახლა მიღება სჭირდება - ანუ პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. ცნობისთვის, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს. ბოლო 1 წლის განმავლობაში, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გადამდგარია 7 მინისტრი. პარლამენტს კი, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება მოუწევს. მთავრობა პარლამენტის წინაშე ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. იმისათვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გაოუცხადოს, ამისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)