|
2017-09-21 15:08:02, 2317 ნახვა
კომენტარი
ბესელია „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში, ისეთი შემთხვევებიც აღმოჩნდა, როდესაც ფაქტები რეალობას იყოს აცდენილი. „რეალობას აცდა ის ფაქტები, რაც გამოქვეყნდა. მაგალითად, გედევან ფოფხაძეზეც არის იგივე ინფორმაცია, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად არარეალური ინფორმაციაა. ასეთი არ არის მხოლოდ გედევანზე, ასეთი ფაქტები არის სხვებზეც და არ შეესაბამება რეალობას. საუბარია იმაზე, მაქსიმალურად გადამოწმდეს ინფორმაციები, ვიდრე საჯაროდ გაცხადდება, გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც არ იქნება ცილისმწამებლური“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, 19 სექტემბერს ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მონაცემებზე ასახულია ინფორმაცია პარლამენტის წევრების სამეწარმეო საქმიანობისა და არადეკლარირებული ქონების შესახებ. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ წარმოდგენილი ყველა მონაცემი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და ასევე პარლამენტის წევრთა მიერ შევსებულ დეკლარაციებს, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)