|
2017-09-21 13:47:12, 2189 ნახვა
საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრის და შვედეთის წამყვანი კლინიკების ექიმებმა ბავშვებში სმენის პრობლემების გამოსავლენად უფასო აქვია დაიწყეს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში შვედი ექიმები ჯგუფი იმყოფება, რომელიც დაკომპლექტებულია შვედეთის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების კაროლინსკას და ორებროს უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალებით, აუდიოლოგებით, სამედიცინო ტექნოლოგებით. სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ინიციატივით, საჩხერის მუნიციპალიტეტში პრევენციის მიზნით დაიწყო კვლევა სმენადაქვეითებულ ბავშვთა გამოსავლენად. შვედი სპეციალისტები, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმებთან ერთად, 3 კვირის განმავლობაში მთელი დატვირთვით იმუშავებენ. დღეში შესაძლებელი იქნება 120-150 ბავშვის კვლევა. გარდა ამისა, კვლევა ჩაუტარდებათ და გაეწევათ კონსულტაცია სმენადაქვეითებულ მაღალი კლასის სკოლის მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს. მათაც უსასყიდლოდ გადაეცემა სასმენი აპარატი და ინდივიადუალური ჩასართების ხარჯებსაც ასოციაცია დაფარავს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საჩხერის სამედიცინო ცენტრს, ტელეფონზე: 593 977 336 (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)