22:33 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 10:56:12, 2120 ნახვა

კომენტარი
დავით ნარმანია: პეკინის რეაბილიტაცია წლის ყველაზე ამბიციური პროექტია

„პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია“ - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა.

ნარმანიას თქმით, სამუშაოების დაწყებამდე იყო ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვი, თუმცა პროექტი უმოკლეს ვადაში, საკმაოდ წარმატებით დასრულდა.  

„მსგავსი მოცულობითი სამუშაოები პეკინის ქუჩაზე ბოლო 50-60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. მე მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ მასშტაბური პროექტის წარმატებით დასრულება“ - განაცხადა თბილისის მერმა. 

დავით ნარმანიამ პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის კომპანიებს „Gwp“-სა და „Black Sea Group“-ს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ორივე კომპანიამ სამუშაოების მიმდინარეობისას  უდიდესი კორპორაციული პასუხისმგებლობა, კოორდინირებული მუშაობა და პროფესიონალიზმი აჩვენა.

„გარდა „Gwp“-ის და „Black Sea Group“-ისა, მინდა მადლობა გადავუხადო მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, განსაკუთრებით კი, სამსახურის უფროსს - გივი კუბლაშვილს და მის მოადგილეს - ჰამლეტ ჟიჟიაშვილს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ პეკინის რეაბილიტაციის წარმატებით დასრულებისათვის. ასევე დიდი მადლობა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს“ ,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დედაქალაქის მერმა გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა თბილისელებსაც გადაუხადა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics