|
2017-09-21 09:49:10, 2592 ნახვა
სამართალი
ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. ხაშურისა და მცხეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირთან, მდინარე რიონზე, მოქალაქეები, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებით, ნავებიდან ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. მათ, ჯამში, მოპოვებული ჰქონდათ 21 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დეპარტამენტის თანამშრომლებს, რიგ შემთხვევებში, დაპირისპირება უწევთ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, რომლებიც სწრაფმავალი ნავებით, გადამცემებითა და ღამის ხედვის საშუალებებით არიან აღჭურვილნი. მიმდინარე წელს, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკანონო თევზჭერის 433 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 175 ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)