|
2017-09-20 18:38:51, 2437 ნახვა
საზოგადოება
ცესკომ ICDI-ის მიმართვა დააკმაყოფილა
გუშინ,19 სექტემბრეს ცესკომ სხდომაზე განიხილა ICDI-ის მიერ წარდგენილი წინადადება, რომელიც პარტიული სიის კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ჩამოცდენისა და რეგისტრაციის მოხსნის კონკრეტული გარემოებების განსაზღვრის საკითხს ეხებოდა. "ცესკომ გაითვალისწინა ICDI-ის წინადადება და მიიღო დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა ის გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში პარტიული სიის კანონით დადგენილი მინიმუმის ჩამოცდენისას პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება" - განაცხადა მერი კაპანაძემ საარჩევნო კოდექსის მოქმედი რეგულაციების თანახმად, პარტიული სიების რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს კვლავ წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც პარტიული სია ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობას, თუმცა კოდექსი კვლავ არ განსაზღვრავს, იმ კონკრეტულ და წინასწარ განჭვრეტად გარემოებებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი სიის გაუქმება, ამ სიის კანონით დადგენილი ოდენობების ჩამოცდენისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)