22:35 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 15:19:42, 2607 ნახვა

კომენტარი
გრიბაუსკაიტე: რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ყირიმის ანექსია განახორციელა

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გაერო-ს 72-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკა გააკრიტიკა.

კერძოდ, გრიბაუსკაიტეს კრიტიკა რუსეთ-ბელარუსის სამხედრო სწავლებას "დასავლეთ 2017" შეეხო.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ვალდებულებაა, როგორც უსაფრთხოების საბჭოს წევრის, მსოფლიოში მშვიდობა დაიცვას, ის საქართველოს დაესხა თავს. ასევე ყირიმის უკანონო ანექსია განახორციელა და პირდაპირ იღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში. ამით ის გაეროს პრინციპებს არღვევს", - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტა.

ამასთან, გრიბაუსკაიტემ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს აღმოსავლეთ ევროპას გადახედონ, სადაც "რუსეთი შანტაჟის, დაცინვის და აგრესიის მეთოდებს იყენებს".

მისივე თქმით, რუსეთი დასავლეთის მიმართ თავის აგრესიას ვერ მალავს.

ცნობისთვის, რუსეთის დელეგაციამ ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს გამოსვლის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზი დატოვა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics